როგორ მუშაობს:
- ხმის არჩევა
- შეკვეთა
- ხმის ავტორის ოპერატიული მობილიზება.
- ხმის ჩაწერა (რამდენიმე ვერსია)
- დასუფთავება, დამუშავება,ჩაბარება.
(სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამკვეთი დაესწროს ჩაწერის პროცესს და თავად შეიტანოს კორექტირება ჩანაწერის ხასიათში, ინტონაციასა თუ ნებისმიერ დეტალში)
სერვისის ფასში შედის 1 წუთამდე სარეკლამო რგოლის, ავტომოპასუხის, თუ სხვა კომერციული მასალის გახმოვანება(მსახიობის ხმა, ხმის ინჟინერის მომსახურება-სტუდიური ჩაწერა, რგოლის დასუფთავება-გამზადება)
1 წუთამდე რგოლში იგულისხმება ერთი კონტექსტის , შინაარსის შემცველი ინფორმაცია.
იმ შემთხვევაში თუ 1 წუთის მასალაში განსხვავებული შინაარსის ტექსტუალური მასალა იქნება თავმოყრილი საბოლოო ღირებულება უნდა შეთანხმდეს ინდივიდუალურად.
ტექსტუალურად ვრცელ და მასშტაბურ პროექტებზე შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად და მომსახურების ღირებულება არ დაითვლება საიტზე არსებული კალკულატორით.
იმ შემთხვევაში თუ მასალა ჩაიწერა და ამის შემდეგ დამკვეთის ინიციატივით შევიდა ტექსტში ცვლილება ასანაზღაურებელ თანხას ემატება ღირებულების 50 %
თუ ტექსტუალურ ან ტექნიკურ ნაწილში შეცდომა დაშვებული იქნა კომპანიის (ხმის ინჟინერი,გახმოვანების მსახიობი) მხრიდან , კომპანია 100% თავის თავზე იღებს ხარვეზის გამოსწორებას!